—

,,ინფორმაცია, თითქოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“ - არის სიცრუე\" - შემოსავლების სამსახური

12
,,ინფორმაცია, თითქოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“ - არის სიცრუე\" - შემოსავლების სამსახური
მოსასმენად დააჭირეთ

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“ - არის სიცრუე, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,InterPress.ge" უცვლელად…

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“ - არის სიცრუე, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,InterPress.ge" უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს გამოეხმაუროს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქვეყანაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კონტროლთან, ასევე, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ-პუნქტზე საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებს და მათში გამოთქმულ ბრალდებებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  ინფორმაცია თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდება: „ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა“ და ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“ - არის მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ქვეყნის ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

ამასთან, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი  ექვემდებარება მკაცრ კონტროლს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით, გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს  ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ - რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით და საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ კონტროლის პროცესების ნაწილობრივი შეფერხება აღინიშნება.

აქვე, განვმარტავთ, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საგრძნობლად გაზრდილია  მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სგპ. „ყაზბეგი“ გადასულია მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზე, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების/მსუბუქი ავტომობილების/მგზავრების საბაჟო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც  არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - აცხადებენ უწყებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →