—

ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი

111
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი არიან ჩავარდნილები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამ ცვლილებების შესაბამისად ემზადებიან არჩევნებისთვის, რაც „კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უპრინციპობას."

„რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ „ქართული ოცნებისგან" აქვს კანონპროექტს სრული მხარდაჭერა, ასევე არიან სხვა პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭრენ ცვლილებებს. ჯამური რაოდენობა არის 116, აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი გავა და როცა ისინი ამ პირობებში არ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი არიან აბსოლუტურად აჭრილები იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი არიან ჩავარდნილები. მძიმე მდგომარეობაში პირველ რიგში ვგულისხმობთ იმას, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების არავითარი მხარდაჭერა. ერთია 12 - პროცენტიანი, მეორე 3 - პროცენტიანი პარტია, ალბათ ამასაც ვერ შეინარჩუნებენ ოქტომბრამდე და ისინი შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ,"- განაცხადა კობახიძემ.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →