—

ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პარტიაა

102
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პარტიაა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პარტიაა. მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც…

ჩვენ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პარტიაა. მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღებას. ოხანაშვილის თქმით, ვინაიდან გაკოტრებულ ჯგუფებს კონკურენციის უნარი არ აქვთ, მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ხელი მიჰყონ მავნებლურ ქმედებებს.

„ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს ქვეყანაში პროცესების ნორმალიზება და მათ არ სურთ, იმ პროცესის მონაწილენი იყვნენ, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს პარტია არის გაკოტრებული. მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან. შესაბამისად, ერთადერთი ხერხი, რაც მათ ხელში რჩებათ, ეს არის დესტრუქცია და მცდელობა, რომ ქვეყანაში გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ. თუ მათ ამის მცდელობა ექნებათ, ამის შესაძლებლობა არ მიეცემათ, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ვინაიდან გაკოტრებულ ჯგუფებს კონკურენციის უნარი არ აქვთ, მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ხელი მიჰყონ ასეთ მავნებლურ ქმედებებს და ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესში არ მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ ეს სხვა არაფერია, თუ არა გაკოტრებული პარტიის ხელწერა.

ჩვენ ოპოზიციას არ მივცემთ უფლებას, რომ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →