—

ეკა გიგაური მმართველ პარტიაზე - ამ ეტაპზე, მათი მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს

19
ეკა გიგაური მმართველ პარტიაზე - ამ ეტაპზე, მათი მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან სამწუხარო იქნება, რომ მათი [მმართველი გუნდის] არაკონსტრუქციული და ისეთი ქმედებები, რაც არ არის მიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოგვიტანს იმას, რომ ისტორიულ შანსს დავკარგავთ-იქნებ გონს…

ძალიან სამწუხარო იქნება, რომ მათი [მმართველი გუნდის] არაკონსტრუქციული და ისეთი ქმედებები, რაც არ არის მიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოგვიტანს იმას, რომ ისტორიულ შანსს დავკარგავთ-იქნებ გონს მოეგონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობოების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელებენ.

როგორც გიგაური განმარტავს, ამ ეტაპზე, “ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს.

„სამწუხაროა, რომ არ მოვიდა მმართველი პარტია. ჩვენ ვხედავთ, რამდენად არაკონსტრუქციულები არიან ისინი. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე, მათი მხრიდან არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ზუსტად ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. ეს ძალიან ცუდია.

ძალიან ცუდი მოლოდინები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას დადებენ ისინი წლის ბოლოსთვის. ძალიან სამწუხარო იქნება, რომ მათი [მმართველი გუნდის] არაკონსტრუქციული და ისეთი ქმედებები, რაც არ არის მიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოგვიტანს იმას, რომ ისტორიულ შანსს დავკარგავთ. კიდევ ერთხელ, იქნებ გონს მოეგონ. მთელი დისკუსია გადავიდეს მოთხოვნების შესრულებაზე, რაც ევროკავშირმა დაგვიყენა“,- აღნიშნავს გიგაური.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →