—

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს

26
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, მთავრობამ უკვე შეითანხმა. ამის…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, მთავრობამ უკვე შეითანხმა. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების ბრიფინგზე აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საუბარია დამოუკიდებელ პირებზე.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მთავრობა კანდიდატების კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად მიიღებს და არანაირად სამოხელეო ან პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.

„ჩვენ აქ მივდივართ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც საზოგადოებას გავაცანით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო. მთავრობამ უკვე შეითანხმა კანდიდატები, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ შეარჩია. არის ერთი დირექტორის და ერთი დამკვირვებლის კანდიდატურა. უახლოეს ხანებში მოხდება სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება და შესაბამისად, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის იქნება ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელ პირებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ვიღებთ კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად და არანაირად სამოხელეო ან პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →