—

სამგზავრო ბარათების დაბლოკვასთან დაკავშირებით მერია განმარტებას აკეთებს

1,349
სამგზავრო ბარათების დაბლოკვასთან დაკავშირებით მერია განმარტებას აკეთებს
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის მერიაში სამგზავრო ბარათების დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი თავის კუთვნილ შეღავათიან სამგზავრო ბარათს, სხვა პირის მგზავრობის საფასურის გადასახდელად…

თბილისის მერიაში სამგზავრო ბარათების დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი თავის კუთვნილ შეღავათიან სამგზავრო ბარათს, სხვა პირის მგზავრობის საფასურის გადასახდელად გამოიყენებს, ბარათი დაებლოკება. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, საკითხი არ ეხება არასაშეღავათო ბარათებს. 

„საუბარია საშეღავათო პირობებზე... პირები, რომლებიც შეღავათით სარგებლობენ. მაგალითად, საპენსიო, სტუდენტური ბარათები... ვისაც აქვს შეღავათიანი ტარიფები, 20 თეთრიანით სარგებლობს ან უფასოდ, ცხადია მათ არ აქვთ უფლება ბარათი სხვას გადასცეს. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზომები გატარდება. 

რაც არასაშეღავათოა იმ ბარათებს არ ეხება, შეუძლიათ ნებისმიერმა გამოიყენოს, ოღონდ ორი პირი ერთდროულად ვერ იმგზავრებს. სახელობითი არ არის და ოჯახში ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოიყენოს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში. 

(pia)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →