—

მარინა ეზუგბაია - ბოლო რამდენიმე ხანია, კორონავირუსის ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია

95
მარინა ეზუგბაია - ბოლო რამდენიმე ხანია, კორონავირუსის ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილია. როგორც მან აღნიშნა, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და…

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილია. როგორც მან აღნიშნა, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს მათთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია.

“დღვანდელი მონაცემებით დაგვემატა ორი დადასტურებული შემთხვევა და 908 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული გვყავს - ექვსი. ამ მონაცემებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 133 ადამიანი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ამ ორი დღის განმავლობაში ჯამში 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ რვა შემთხვევიდან, ერთი ბოლნისიდან, მეორე - მარნეულიდან, დანარჩენი ექვსი კი ყველა შემოტანილი იყო. ჯამში, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ცენტრში ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, ოთხი პაციენტი გაეწერა და ამ ეტაპზე 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ჩვენთან შემოსული ექვსივე პაციენტის წყარო ცნობილია. ამ ახალი პაციენტებიდან ჩატარებული კვლევების მიხედვით, არცერთის მდომარეობა მძიმე არ არის. ლაბორატორიული მონაცემებით მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. ასე, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ნორმაში გვაქვს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →