—

სალომე ზურაბიშვილი - ოდესის დაბომბვა ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს

13
სალომე ზურაბიშვილი - ოდესის დაბომბვა ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა ძალადობის აქტად შეაფასა. ამის შესახებ მან განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა ძალადობის აქტად შეაფასა. ამის შესახებ მან განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მის სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას.

„ოდესის დაბომბვა შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს, ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას ან გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →