—

მატარებლით მგზავრობა გაძვირდა

83
მატარებლით მგზავრობა გაძვირდა
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით  მოძრავ ორსართულიან  სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის.

ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ  მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი  ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.

სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები     იზრდებოდა სისტემატიურად.  კომპანიის   ხარჯების   ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის  ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ორსართულიანი  მატარებელებით  მგზავრობის  ღირებულებაა:

1. მეორე კლასი - 34 ლარი;  

2. პირველი კლასი - 74, 00 ლარი;

3. ბიზნეს კლასი - 124 ლარი;

მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით,  მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.

აქვე  გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო  მატარებლებით  მგზავრობის  ღირებულება.  
ძალაში რჩება  ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის   ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს  საბავშო  ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის     ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე  ასაკის ერთი  ბავშვი   იმგზავრებს   უფასოდ  მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს",- ნათქვამია განცხადებაში.

İnforustavi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →