—

რა შეცდომების დაშვების უფლება გაქვთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დროს

76
რა შეცდომების დაშვების უფლება გაქვთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დროს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციაში დეტალურად არის გადმოცემული, რა შეცდომების დაშვების უფლება აქვს ადამიანს პრაქტიკული ნაწილის ჩაბარების მეორე ეტაპზე.

„ცვლილებების თანახმად, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს გამოცდის მეორე ეტაპზე- რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს მოუწევს იმ ბარიერების დაძლევა, რომელიც გვხვდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ფასდება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა

12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;

ერთი მძიმე შეცდომა;

ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.

მსუბუქი შეცდომის მაგალითებია:

მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა;

მძღოლობის კანდიდატი საჭიროების გარეშე მოძრაობს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით;

მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით.

მძიმე შეცდომის მაგალითებია:

მძღოლობის კანდიდატი ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილის საჭეს;

მძღოლობის კანდიდატი გასწრებას ახორციელებს მარჯვენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით ნებადართული შემთხვევისა;

მძღოლობის კანდიდატი არ ასრულებს ან არასათანდოდ ასრულებს მარეგულირებელის, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა ან საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.

დისკვალიფიკაციის მაგალითებია:

მძღოლობის კანდიდატმა არ შეასრულა (არ დაემორჩილა) გამომცდელის კანონიერ მითითებას/მოთხოვნას, გარდა მოძრაობის დაწყების შესახებ მითითებისა;

მძღოლობის კანდიდატი არ გამოცხადდა ან დროის დარღვევით გამოცხადდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბრძანება "მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმებული, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი მართვის უფლების აღდგენის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ"

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →