—

ვლადიმერ ზელენსკი - თუკი ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით დაპირებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ

102
ვლადიმერ ზელენსკი - თუკი ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით დაპირებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ
მოსასმენად დააჭირეთ

თუკი ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით საკუთარ დაპირებებს არ შეასრულებს, უკრაინა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ კანადურ გამოცემა The…

თუკი ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით საკუთარ დაპირებებს არ შეასრულებს, უკრაინა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ კანადურ გამოცემა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, შევძლებთ ირანის მთავრობისგან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა მივიღოთ, რადგან, საკითხი მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ისინი შავ ყუთებს არ გვაძლევენ. მათ ასევე ოფიციალურად უნდა მოიხადონ ბოდიში. მათ სათანადო კომპენსაცია უნდა გადაიხადონ. მათ უნდა გააკეთონ ის, რასაც დაგვპირდნენ. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მეტი არჩევანი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოს მივმართოთ. მათ იციან ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ირანული მხარე ბორტის ჩანაწერების გადაცემის დაყოვნებას პანდემიას აბრალებს, თუმცა პრობლემა „უსასრულოდ ვერ მოიცდის, რადგან უკრაინა ისედაც დიდი ხანია ამას ელოდება“.

თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

წყარო: ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →