—

სალომე ზურაბიშვილი - მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა - გასამდა და დამთავრდა

18
სალომე ზურაბიშვილი - მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა - გასამდა და დამთავრდა
მოსასმენად დააჭირეთ

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე - უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“…

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე - უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კითხვას, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, ახლა შექმნილი პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანა მაშინ, როცა სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყანა გადაწყვეტილებას ელოდებოდა, გაუგებარი იყო.

„ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია, რატომ აკეთებ იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა.

ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ კონტექსტში მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან ცუდია, როცა ელჩის მიმართ ბრალდებები ისმის იმის გამო, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს“.

„მე არ ვიცი რა მოხდა. ამერიკის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის საჯაროდ ამერიკის ელჩზე იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული როგორც ბრალდება ფორმალური ამერიკის ელჩზე დ „მესიჯ ბოქსი“ ყველასი არის ერთი და იგივე, რომ უნდა პასუხი გაეცეს, ძალიან უხერხულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →