—

კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „დიდ სისულელეს" უწოდებს

38
კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „დიდ სისულელეს" უწოდებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ დასკვნას „დიდ…

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ დასკვნას „დიდ სისულელეს" უწოდებს.

კალაძის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თუკი რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს ეს არის „ისფედის"(„სამართლიანი არჩევნების“) მიერ გაყალბებული პარალელური დათვლები.

„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე. ძალიან სასაცილოა. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს - ეს არის "ისფედის" გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ „ისფედმა" პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით რატომ შემოიფარგლა და რატომ არ ჩაჰყვნენ ამ საქმეს ბოლომდე, მე უბრალოდ არ მესმის.

ზუსტად „ქართული ოცნება" იყო ის, ვინც ის რეალობა გამოააშკარავა. ეს იყო იმ რევოლუციური გზის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ და კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით ყველას თავიანთი ადგილი მიუჩინა", - განაცხადა კახა კალაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →