—

ევროპარლამენტის დელეგაცი წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან

71
ევროპარლამენტის დელეგაცი წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტის დელეგაცია დღეს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები "ქართული ოცნების" ოფისში გადაინაცვლებენ. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირთან…

ევროპარლამენტის დელეგაცია დღეს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები "ქართული ოცნების" ოფისში გადაინაცვლებენ. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაა.

გუშინ კი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილია 12 პუნქტის შესასრულებლად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად იმუშაოს.

მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ვისაუბროთ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმ რეკომენდაციების შესრულებაზე,  რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან და გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც იმყოფება საქართველო,"-აცხადებს "ქართული ოცნების" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მთავარი გზავნილი რაც ევროდეპუტატებსმმართველი გუნდის მიმართ ჰქონდათ ის არის, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე ერთობლივი ძალებით მოხდეს მუშაობა.

„ძირითადი გზავნილი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებს ჰქონდათ ჩვენს მიმართ იყო ის, რომ ახლა საჭიროა ერთობილი ძალებით იმ 12 პუნქტზე მუშაობა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის წარმოდგენილი, რათა ჩვენ რაც შეიძლება მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. როგორც მმართველ ძალა ისე ოპოზიციასაც მოუწოდებენ, რომ ყველანი ჩაერთონ ამ საქმიან რეჟიმში", -აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

(Primetime)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →