—

საქართველოში კვერცხის იმპორტი 614%-ით გაიზარდა, ფასი კი გაძვირდა - საიდან შემოგვაქვს პროდუქტი

708
საქართველოში კვერცხის იმპორტი 614%-ით გაიზარდა, ფასი კი გაძვირდა - საიდან შემოგვაქვს პროდუქტი
მოსასმენად დააჭირეთ

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 614.7 ტონა კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის 6 თვის…

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 614.7 ტონა კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე, 86 ტონაზე, თითქმის 614%-ით მეტია.

რაც შეეხება საიმპორტო ღირებულებას, კვერცხის შემოტანაზე ქვეყანამ 2.33 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ერთი ტონა კვერცხის საშუალო ფასი წელს 3.78 დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის საშუალო ფასზე, 2.04 დოლარზე, 85.3%-ით მეტია.

ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოს პროდუქტი შემოაქვს, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი - 394.1 ტონა;
  • უნგრეთი - 157.7 ტონა;
  • ბულგარეთი - 25.5 ტონა;
  • რუსეთი - 23.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 14 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში საქართველოში კვერცხის მეორე უმსხვილესი შემომტანი უკრაინა იყო, 2016-2019 წლებში კი საერთოდ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ომმა გადაზიდვები შეაფერხა და საქართველოს სხვა ქვეყნებიდან დასჭირდა იმპორტის გაზრდა.

საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასების ზრდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო - მიწოდების ჯაჭვების რღვევას, სამუშაო ძალის სიმცირეს, ელექტროენერგიისა და ფრინველთა გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირებას თან ქათმის გრიპი დაერთო აშშ-სა და საფრანგეთში. სავარაუდოა, რომ საქართველოში იმპორტის გაძვირებაც ამ საერთაშორისო ფაქტორებითაა განპირობებული.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე ფასები 19.5%-ითაა გაზრდილი გასული წლის ივნისთან შედარებით. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შედაგინა.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →