—

ირაკლი კობახიძე: ყველა რეგიონში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა - ვსაუბრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რომლებიც, გასული თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა და პარტიულ გეგმებზე

16
ირაკლი კობახიძე: ყველა რეგიონში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა - ვსაუბრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რომლებიც, გასული თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა და პარტიულ გეგმებზე
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე, მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

„ყველა რეგიონში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ჩვენი პარტიის, ჩვენი აქტივის წარმომადგენლებთან, საკრებულოების წევრებთან, მერებთან, გუბერნატორის მონაწილეობით. ვსაუბრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რომლებიც, გასული თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა. ასევე, ბუნებრივია, პარტიულ გეგმებზეც გვაქვს საუბარი. დღეს, ასეთი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში გვქონდა. ჩვენა თანაგუნდელებთან სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გარდა, მიმდინარე კვირაში, „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიის აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →