—

მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგო მოიტაცეს, მშობლები ამბობენ, რომ პოლიცია არ რეაგირებს - ბაირამოვა

10
მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგო მოიტაცეს, მშობლები ამბობენ, რომ პოლიცია არ რეაგირებს - ბაირამოვა
მოსასმენად დააჭირეთ

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო მოიტაცეს და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 2 დღის წინ მოხდა და ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს, პოლიციამ ჯერ ვერ იპოვა ის.

ბაირამოვა წერს, რომ სამართალდამცველები არ რეაგირებენ არც ამ ფაქტზე და არც ზოგადად სხვა მსგავს შემთხვევებზეც:

"მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონას იძულებით მოიტაცეს. 

ორი დღეა, მისი მშობლები და ახლობლები პოლიციის შენობასთან ღამეს ათენებენ და გოგოს ჯერ ვერ იპოვეს.

[...]

შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისა, მარნეულში ერთ ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა  წინა დღე მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო. მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება, გოგოს მოტაცების გეგმის და გოგო სოფელში რომ დაბრუნდ,ა საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსლისას იძულებითად მოიტაცეს. გოგოს ვინ მოიტაცა ის ბიჭი მისი ჯგუფელის ძმაა. ოჯახებმა ერთმანეთს არ იცნობენ, არც გოგო არ იცნობს ბიჭს. 

მშობლებმა ამბობენ, რომ მოტაცების გეგმა დაგეგმილი ყოფილა ბიჭის დის მიერ რომელიც ჯერ არც დაბარებულია პოლიციაში

გოგოს მშობლებმა და ახლობლებმა დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია არ რეაგირებს და გვიშველეთ.

პოლიციის მხრიდან ურეაგირების ხოლმე აქვს ერთი მიზეზი, ელოდებიან, რომ მშობლები სხვადსხვა ადამიანების მეშვეობით როდის შერიგდებიან. ამ შერიგების პროცესში საჯარო მოხელებიდან დაწყებული ახლო ნათესავებით დამთავრებული ბევრი ადამიანი არის ხოლმე ჩართული. ოჯახს აიძულებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რომ დათანხმდეს, რადგან მისი გოგო უკვე მეორე ხარისხოვანია, ყველამ იცის, რომ მოტაცებულია, ჯობია "ეს შანსი" არ დაკარგონ მაინც ერთი გოგო ერთი ბიჭისთვისაა" წერს სამირა ბაირამოვა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →