—

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

69
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის ლიდერი 18-19 ივლისს ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მოწვევით თეირანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ასტანას ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივ შეხვედრაში. თურქეთის და ირანის პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით PKK/YPG და DAESH-თან ბრძოლის და ჰუმანიტარული საკითხები იქნება განხილული.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →