—

ბექა ოდიშარია - ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ

387
ბექა ოდიშარია - ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა” გაიზიარა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა” გაიზიარა.

როგორც მან საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა „ბუნებაში არაფერს ემსახურება“, გარდა იმისა, რომ „მოლაპარაკე თავები ასაზრდოონ“.

„ოპოზიციას რომ ჰკითხო, უნდა ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც პირველი მოსმენით გვაქვს მიღებული,თუმცა ისინი არც წარმოადგენენ 12 - პუნქტიანი გეგმის ნაწილს. ეს იმ ფონზე, როდესაც 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა, ან კანონპროექტი, რომელიც განხილული არის სამუშაო ჯგუფებში, ან კომიტეტებში, ან საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს გამოთქმული აქვთ მათთან დაკავშირებით რაიმე აზრი. შესაბამისად, მე ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაიზიარა წმინდა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც ბუნებაში არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ, რაზეც ჩვენ არ ვართ განწყობილნი",- განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე განკარგულება გამოსცა. აღნიშნული მოთხოვნით პრეზიდენტს საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →