—

პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს

19
პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტთან რკინის კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც შესასვლელთან არის განთავსებული.

რკინის ჯებირებს საკანონმდებლო ორგანოსთან პერიოდულად ამონტაჟებენ, ყველა ჯერზე მისი განთავსება პარლამენტთან აქციების გამართვას უკავშირდებოდა.

რკინის კონსტრუქცია პარლამენტის შესასვლელთან თავდაპირველად, 2019 წელს აღმართეს, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან აქციები იმართებოდა და წელიწადნახევრის შემდეგ, 2021 წლის ივნისში მოხსნეს. რკინის ჯებირები პარლამენტთან 2022 წლის ნოემბერში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვა დააანონსა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →