—

ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რაიონს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13
ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რაიონს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მოსასმენად დააჭირეთ

13 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტად დასაახლოებლად და საზოგადოებრივი ცხოვრების…

13 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტად დასაახლოებლად და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გოიგოლის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თურანი ალიევმა მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/რაიონის, კულტურის, ტურიზმის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, გამწვანების, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვთან.

დღეს კი, საქართველოს დელეგაციის წევრები, შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქერიმოვსა და მილი მეჯლისში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან არზუ ნაგიევთან.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გოიგოლის რიონთან მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოებას და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები წარმოადგენენ, ჩვენ ერთ სივრცეში, მრავალი წელია, ჰარმონიულად თანაცხოვრობთ, ერთად ვიღწვით უკეთესი საქართველოს მომავლისთვის და ვფიქრობ, ახალი ურთიერთობები ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →