—

გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15
გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მოსასმენად დააჭირეთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და აღსტაფას რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა სეიმურ ორუჯოვმა მოაწერეს. ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაზიარებას ისახავს მიზნად, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის ნაწილში.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებმა, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებულ და საკანონმდებლო ორგანოში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. შეგახსენებთ, მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომი ქალაქებს შორის დამეგობრების მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩერვიონკასთან რამდენიმე კვირის წინ გააფორმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →