—

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მთელი დღე სუსტად იყო და იწვა

19
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მთელი დღე სუსტად იყო და იწვა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ს დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი წინა დღეებთან შედარებით დღეს თავს უფრო სუსტად გრძნობდა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ღებინება, სისუსტე აქვს და ძირითადად, წოლით რეჟიმზეა.

"მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული, არ მგონია, რაღაცას ეწყინა. ცუდად ჩანს, კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად და იწვა. მე რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო, ტელევიზორს უყურებდა. ექიმებმაც ვერ მითხრეს, მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. კვება დიეტურია როგორც წესი, ცვლილება არ ყოფილა. ძირითადად წევს. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული", -განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექიმების ჩართვას, გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჩვენ უცხოელ ექიმებს ველოდებით, რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს” , - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ოჯახი კვლავ მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →