—

ანა ფოტიგა - რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს

120
ანა ფოტიგა - რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს
მოსასმენად დააჭირეთ

მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების…

მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ წლიური მოხსენების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ახლა რაც ხდება, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

"მივესალმები სვენ მიკსერის მოხსენებას საქართველოს შესახებ და კარგია, რომ გვაქვს კიდევ უფრო მეტი დრო ცვლილებების შესატანად. რა თქმა უნდა აუცილებელი და საჭიროა, ქართული მმართველობის დამოკიდებულებების შეცვლა. მე მხარს ვუჭერ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე მუშაობდა და ამას იმსახურებს. თუმცა საქართველოს სჭირდება ინკლუზიური მთავრობა, განსხვავებული მოპყრობა საპირისპირო შეხედულებების მიმართ.

რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა, ეს არის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ალიანსის ძირითად მიმართულებები და ასევე მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებები, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის მხარდამჭერია", - განაცხადა ფოტიგამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →