—

ამერიკული ექსპერტიზის ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს

22
ამერიკული ექსპერტიზის ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკული ექსპერტიზის რამოდენიმე ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კვლევის საქმეში ჩაერთოს. წერილი მესამე პრეზიდენტის…

ამერიკული ექსპერტიზის რამოდენიმე ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კვლევის საქმეში ჩაერთოს. წერილი მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ვაშინგტონიდან დღეს მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამჯამად ცენტრ ,,ემპათიას" საექსპერტო დასკვნას ელოდებიან, რათა ის ამერიკულ მხარეს გადაუგზავნონ.

ამასთან, მედიასთან რამდენიმე თვიანი დუმილი დაარღვია ,,ვივა მედის" მთავარმა ექიმმა, ზურაბ ჩხეიძემ. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არაერთი კვლევა ჩაუტარდა, იგეგმება, რომ კვლევები ეტაპობრივად კიდევ ჩატარდება.

დამატებითი კვლევები, რაც საჭირო იყო, ჩატარებული აქვს ყველაფერი. სამკურნალო პროცესი, მოგეხსენებათ, დინამიურია. შესაბამისად, დროთა განმავლობაში საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება. 

ამ ეტაპზე არ მიფიქრია იმ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნება. ჩვენთვის მთავარია, ვუმკურნალოთ პაციენტს.- განაცხადა ზურა ჩხეიძემ.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →