—

ირაკლი ქადაგიშვილი - თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს

24
ირაკლი ქადაგიშვილი - თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ყველა აქტორი ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ უბიძგებს, - ეს განცხადება “ქართული…

თითქოს ყველა ამბობს, რომ არ სურთ საქართველო რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ყველა აქტორი ამა თუ იმ ფორმითა და მინიშნებით საქართველოს მეტი კონფრონტაციისკენ უბიძგებს, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

კითხვაზე, რომელ აქტორებს გულისხმობს, ქადაგიშვილმა განმარტა, რომ ის “იმ ოპონენტებზე საუბრობს, რომელთაგან ზოგი ქვეყნის გარეთაა, ზოგი - ქვეყნის შიგნით, მათ შორის არიან უკრაინის ხელისუფლებაში და მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კამპანია არ სრულდება“.

“თუკი ამ კამპანიას ერთ მთლიანობაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ არის სხვადასხვა მესიჯები, სხვადასხვა გზავნილები და ფონის შექმნა - ისეთი სურათის დახატვა, რომ საქართველო სეპარირებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციისგან და რაღაცნაირად აფილირებულია რუსეთის პოზიციასთან. ამაზე მათ შორის უცხოეთში ჩვენი ოპონენტები ღიად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებლად არაფერი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ამ განცხადებებით აქ რადიკალური ოპოზიცია იკვებება. რადიკალური ოპოზიციის გეგმა, იგივე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე არის - არა!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →