—

დღეიდან შიდა ფრენებზე სიხშირები იზრდება - რა ჯდება მგზავრობა

93
დღეიდან შიდა ფრენებზე სიხშირები იზრდება - რა ჯდება მგზავრობა
მოსასმენად დააჭირეთ

შიდა ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დღეიდან, 11 ივლისიდან, შიდა ფრენებზე სიხშირეები იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ფრენების სიხშირე გაიზრდება როგორც მესტიის, ასევე ბათუმისა…

შიდა ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დღეიდან, 11 ივლისიდან, შიდა ფრენებზე სიხშირეები იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ფრენების სიხშირე გაიზრდება როგორც მესტიის, ასევე ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით. ახალი განრიგი შიდა ფრენებზე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ახლა, ფრენები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევსა და კვირას ხორციელდება. ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ამბროლაურს, 1-10 ივლისის განმავლობაში ამბროლაურში რეისები მხოლოდ პარასკევსა და კვირას სრულდებოდა.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ 11 ივლისიდან მესტიისა და ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში 7-ჯერ შესრულდება, ამბროლაურში კი კვირაში 3-ჯერ.

რაც შეეხება ფასებს, უწყების ცნობით, ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ერთი გზა - 90 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ამბროლაურის მიმართულებით ერთი გზის ღირებულებაა - 50 ლარი, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბათუმის მიმართულებით -125 ლარი ღირს, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

მესტია-ქუთაისის მიმართულებით - ზრდასრულებისთვის 50 ლარი, 3 წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, მგზავრობის საფასური 2018 წლიდან მოყოლებული უცვლელია.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →