—

კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი ბოლნისის სოფელ მუშევანიდანაა

51
კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი ბოლნისის სოფელ მუშევანიდანაა
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა, სოფელ მუშევანიდანაა, ის ინფიცირებულ პირთან კონტაქტში იყო და მკაცრ კარანტინში ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 192 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 175 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →