—

მარიამ ჯიშკარიანი - ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა

41
მარიამ ჯიშკარიანი - ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა
მოსასმენად დააჭირეთ

ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია სათანადო კლინიკაში.

ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია სათანადო კლინიკაში.

როგორც ჯიშკარიანმა კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავ პრობლემაა მისი კვებითი თერაპიის სრულად აღდგენა. "კვლევების საჭიროება თანდათანობით გამოიკვეთა, გარკვეული კვლევები დღესაც მოვითხოვეთ, შემდგომში აუცილებლად მიგვაჩნია მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. სულ რომ აქ იყოს "მეიოს კლინიკა" ასეთი პროვოკაციული ელემენტები რომ იქნება საავადმყოფოსა და ციხეში, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვგულისხმობ კლინიკა "ვივამედში" ჟურნალისტების შეურაცხყოფას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კვლევები შეთანხმებულად ტარდება, ჩვენ გამოვთქვით გარკვეული მოსაზრებები და თანხმობა მივიღეთ, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ "ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს".

"ასევე, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა. ორგანიზმის ფუნქციონირების შენარჩუნება ხდება ხელოვნურად მიწოდებით, იქნება ეს საკვები დანამატი, მიკროელემენტი თუ გარკვეული მკურნალობა, ეს ნორმა არ არის. ნივთიერებათა ცვლა უნდა აღდგეს იმ დონეზე, რომ ორგანიზმმა საკვების სახით გარკვეული პროდუქტები მიიღოს და ორგანიზმმა მოახდინოს ფუნქციონირება თვითრეგულაციის რეჟიმში",-განაცხადა ჯიშკარიანმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →