—

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

14
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, ცილისწამებაა, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით“ შეჯახება გახდა.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, ცილისწამებაა, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით“ შეჯახება გახდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს. 

პოლიციაში მიღებული შეტყობინებით, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საკუთარი ძმის მიერ სოფელ საკობიანოს საავტომობილო გზაზე ნანახი იქნა 1975 წელს დაბადებული ა.ჭ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები. ოჯახის წევრის მიერ იმავე ღამეს ა.ჭ. მიყვანილი იქნა საცხოვრებელ სახლში, სადაც დილას გარდაცვლილი დახვდა. 

პოლიციამ ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზები, ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება. 

აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს მოქალაქე პოლიციის მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →