—

მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის მანტრა "ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია

18
მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის მანტრა "ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს და რეალობა არის ის, რომ რუსული…

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს და რეალობა არის ის, რომ რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს.

„არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა "ომი ბოლო უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინამდე ბრძოლა სურს. „არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე სურს. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ყველაფერი, როგორც ჩანს, ამისკენ მიდის“, - აღნიშნა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →