—

მარიამ ჯიშკარიანი - ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა - მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას

24
მარიამ ჯიშკარიანი - ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა - მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტები 8 ივლისს გასინჯავენ და გაესაუბრებიან.

როგორც კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ, ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სპეციალიზირებულ დაწესებულებაში რეაბილიტაციას საჭიროებს.

„დღეს, პრაქტიკულად გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს, ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან, ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა, დღეს ვეღარ მოესწრო პაციენტთან საუბარი. ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენი მოსაზრებით, ის კვლავ საჭიროებს სპეციალიზირებულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას და რეაბილიტაციას. ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ, არ არსებობს იმდაგვარი ცენტრები, სადაც მე მეგულება ადგილი, რომ ამ სინდრომებით რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდეს, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →