—

წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

56
წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა
მოსასმენად დააჭირეთ

წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის წარმომადგენელმა თამაზ ღვინჯილიამ უთხრა, ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე სავარაუდოდ…

წალენჯიხის სოფელ მიქავაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის წარმომადგენელმა თამაზ ღვინჯილიამ უთხრა, ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე სავარაუდოდ ვერ დაიმორჩილა და გზის მიმდებარედ არსებულ ბორდიურს შეეჯახა. შედეგად, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

"სულ ოთხი მგზავრი იყო, ერთი დაიღუპა, სხვები დაშავებულები არიან. ერთი 9 წლამდე ბავშვია, ზუგდიდის საავადმყოფოში წაიყვანეს. 2 დაშავებული ჯერ წალენჯიხის საავადმყოფოშია, ალბათ მათაც გადაიყვანენ. მძღოლის გვერდით იჯდა ქალბატონი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, ადგილობრივია", - თქვა მან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →