—

ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, არ ჩანს მზაობა, გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ

112
ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, არ ჩანს მზაობა, გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ
მოსასმენად დააჭირეთ

სამუშაო პროცესში ვართ, ვთანხმდებით საკითხებზე, რიგგარეშე სესიას სჭირდება თანამშრომლობა პრეზიდენტთან, მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ის ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ოპოზიციის…

სამუშაო პროცესში ვართ, ვთანხმდებით საკითხებზე, რიგგარეშე სესიას სჭირდება თანამშრომლობა პრეზიდენტთან, მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ის ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ოპოზიციის აქტიურობა,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო გახდება პრეზიდენტთან კონსულტაციები.

სამნიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ნომერ პირველი საკითხი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში.

"კანონპროექტები არის მზად, რომელსაც არ ჭირდება არანაირი საკომისიო მუშაობა. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული და პირველი მოსმენით მას კენჭი ეყარა, დარეგისტრირებულია ანტიკორუფციული კანონპროექტი, კონკურსია გამოსაცხადებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ამ საკითხებს არ ჭირდება კომისია და სექტემბრისთვის გადადება. ამ საკითხების მიხედვით უნდა შეიქმნას დღის წესრიგი რიგგარეშე სესიისთვის, რასაც დასჭირდება პრეზიდენტთანაც კონსულტაციები, ამას ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრები. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, მათგან არ ჩანს მზაობა გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, ეს გამოჩნდება თუ "ქართული ოცნება" კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ "ქართული ოცნება" მზად არის დეპოლარიზაციისთვის",- განაცხადა სამნიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →