—

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა, მათი წარუმატებლობა ეწყინა

21
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა, მათი წარუმატებლობა ეწყინა
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ „წყენა გამოხატა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ „წყენა გამოხატა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა“.

აღნიშნულით მან პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.

როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის „წარუმატებლობა ეწყინა“.

„როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა. სხვა სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით.

შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა, მათი წარუმატებლობა ეწყინა“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ, ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას „გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →