—

აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს

31
აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ შეკრებილებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ შეკრებილებს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.

„3 ათასი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან - ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან წავა 3 ათასი ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. წინ მე წავალ და 3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო წუთების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკან, ბევრი ასეთი კერა გაჩნდება. მე რომ აქ აღარ ვიქნები, დანარჩენს ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →