—

შალვა პაპუაშვილი - ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს - ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს

23
შალვა პაპუაშვილი - ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს - ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს
მოსასმენად დააჭირეთ

პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „ახლა საკითხი დგას ასე - ვის სურს ევროპა? - ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, ევროპა, რომელიც გულისხმობს თანხმობას, ევროპა, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ დისკუსიას, კამათს, მაგრამ ამავე დროს დემოკრატიული დისკუსიის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას“.

„ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება. გუშინ მოვისმინე რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოხმაურება და სამწუხაროა, რომ რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი ზოგიერთი, თუმცა, ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესს შემოუერთდნენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს. არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში. თავისთავად, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, ევროკომისიის წინადადებებზე ჩანს რომ უარს აცხადებს. პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →