—

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ რუსთავში დაუპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ

25
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ რუსთავში დაუპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

რუსთავში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული პირები ოპოზიციონერებისგან ქალაქის დატოვებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას „ომი უნდა“ და ისინი საქართველოს მტრები არიან.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებენ.

„ეს ადამიანები არიან პროვოკაციული, ოლიგარქიული რეჟიმის სახე, რომელიც დღეს გველაპარაკებოდა დეპოლარიზებაზე და თქვენ თვითონ ხედავთ... რა აზრი აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს? ცოდოები არიან, არ უნდა გავბრაზდეთ, ევროპაში რომ შევალთ ასეთ დავალებას გარანტიას გაძლევთ ამ ქვეყანაში არავინ აღარ გასცემს, ვერავინ ამას ვეღარ გაბედავს. ამიტომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →