—

ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას

29
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს.

კობახიძის განმარტებით, აღნიშნულმა პროცედურამ სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა უნდა უზრუნველყოს, რომელიც ოპოზიციისა და უმრავლესობისათვის თანაბრად მისაღები იქნება.

„საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, შესაბამისად მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1-ელი დეკემბრისა. სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერას, გამომდინარე აქედან, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →