—

რძის გარკვეულ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა

18
რძის გარკვეულ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება.

“თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. დედაქალაქში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრება.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია მაისის მიწურულს გახდა ცნობილი. კომპანიების მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დაანონსდა რომ ბიზნესისთვის გაზის გაძვირება რიგ პროდუქციაზე ფასის მატებას მყისიერად გამოიწვევდა. მათ შორის, რიგი კომპანიების მხრიდან აღინიშნა, რომ გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდებოდა.

„ახლა, ფასს ვიჭერთ იქედან გამომდინარე, რომ აპრილიდან-ივნისის ჩათვლით რძის რაოდენობა იმატებს. ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახლა ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ბალახის შემცირებასთან ერთად, მცირდება ნედლი რძე, იზრდება გაზი ტარიფი, რომელიც ინერგო მატარებლებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ჩვენს წარმოებაში და ზუსტ პროცენტს ვერ ვიტყვი, ახლა ვითვლით, მაგრამ ფაქტია, 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება“, - აცხადებდა მაშინ ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან გარკვეულ სუპერმარკეტებში რძის გარკვეულ პროდუქტებზე ფასის მატება უკვე აისახა. კერძოდ, გაძვირებულია მაგალითად, არაჟანი, კეფირი, რომელთა ფასიც დააახლოებით 60-70 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →