—

ჯო ბაიდენმა მადრიდის სამიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიო შეიცვალა და იცვლება ნატოც

23
ჯო ბაიდენმა მადრიდის სამიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიო შეიცვალა და იცვლება ნატოც
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მადრიდის ნატო-ს სამიტი ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში მიწვევის გადაწყვეტილებით, იყო „ისტორიული“. ამის შესახებ ბაიდენმა მადრიდში, ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს…

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მადრიდის ნატო-ს სამიტი ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში მიწვევის გადაწყვეტილებით, იყო „ისტორიული“. ამის შესახებ ბაიდენმა მადრიდში, ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებას, ჩვენი მსოფლიოს გამოწვევებს და იმ საფრთხეებს შეეხებოდა, რომლის პირისპირ ჩვენ მომავალში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ ხვდება ალიანსი „პირდაპირ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი ევროპას უქმნის“ და „იმ სისტემურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის“.

„ბოლოს, როდესაც ნატო-მ შეადგინა ახალი მისია, იყო 12 წლის წინ. იმ დროს, რუსეთი დახასიათებული იყო, როგორც პარტნიორი და ჩინეთი არც კი იყო ნახსენები. მსოფლიო შეიცვალა - მას შემდეგ ძალიან შეიცვალა და ასევე ნატო-ც იცვლება. ამ სამიტზე, ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ალიანსები, რათა შევხვდეთ როგორც რუსეთის პირდაპირ საფრთხეებს ევროპისთვის, ასევე იმ სისტემურ გამოწვევებს, რომელსაც ჩინეთი წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს უქმნის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →