—

გრიგოლ ვაშაძე - „20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა"

62
გრიგოლ ვაშაძე - „20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა"
მოსასმენად დააჭირეთ

„20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა. ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს", - ასე…

„20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა. ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს", - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებთან ყველანი ვალში ვართ.

"ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონის დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. საქართველოს მოქალაქეების სამშვიდო პროტესტი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დუმის პროპაგანდისტის , ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს ნანატრი დამოკიდებლობა გამოცხადდა. 2019 წლოს 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ. ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავენ, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარეს. ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიის მსგავსის არგანმეორების გარანტია”, - განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: İPN

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →