—

კელი დეგნანი - მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის

13
კელი დეგნანი - მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება. ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის…

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება. ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ეს რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ამ პროცესში.

მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ასევე, მთავრობის ზოგიერთ წევრს სურს აღნიშნული რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყება, ყველას სურს დადებითი ანგარიშის ხილვა საქართველოს შესახებ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →