—

Facebook-ი და Instagram-ი წაშლიან პოსტებს, რომლებიც ქალებს აბორტის გამომწვევ აბებზე წვდომას სთავაზობენ

59
Facebook-ი და Instagram-ი წაშლიან პოსტებს, რომლებიც ქალებს აბორტის გამომწვევ აბებზე წვდომას სთავაზობენ
მოსასმენად დააჭირეთ

Facebook-ი და Instagram-ი წაშლიან იმ მომხმარებელთა პოსტებს, რომლებიც ქალებს აბორტის გამომწვევ აბებზე წვდომას სთავაზობენ. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

მას შემდეგ რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, სოციალურ ქსელებში მომრავლდა პოსტები, სადაც მომხმარებლები აბორტის გამომწვევი აბების გაგზავნას სთავაზობენ ქალებს, რომლებსაც ამ მედიკამენტებზე წვდომა მალე შეეზღუდებათ.

​Associated Press-ის მიერ ​გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის სატესტო პოსტი Facebook-მა 1 წუთში, ხოლო Verge-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი 2 წუთში წაშალა.

კომპანია Meta-ს პრესმდივანმა ენდი სტოუნმა განაცხადა, სოციალურ ქსელებში „აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა, გაყიდვა, ვაჭრობა, ჩუქება, მოთხოვნა ან შეძენის დაფინანსება“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →