—

რა მოცულობის ხორბალს და ქერს ყიდის საქართველო უცხოეთში

25
რა მოცულობის ხორბალს და ქერს ყიდის საქართველო უცხოეთში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს 2022 წლის 4 ივლისიდან მომავალი წლის 4 ივლისამდე ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ…

საქართველოს 2022 წლის 4 ივლისიდან მომავალი წლის 4 ივლისამდე ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის ხორბალი და ქერი გააქვს საქართველოს ექსპორტზე.

2021 წელს საქართველოდან 2 357 ტონა (612 ათასი დოლარის) ღირებულების ქერი გავიდა (ადგილობრივი ექსპორტი). აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა ერაყში - 1 195 ტონა (337,6 ათასი დოლარის ღირებულების). მეორე ადგილზეა თურქეთი - 733 ტონა (169,3 ათასი დოლარის), მესამეზე კი საუდის არაბეთი - 159 ტონა (40,9 ათასი დოლარის ღირებულების).

რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ექსპორტს, შარშან ქართული ხორბალი 3 ქვეყანაში გაიყიდა:

  • სომხეთი - 1 468 ტონა (365,4 ათასი დოლარი)
  • თურქეთი - 49,4 ტონა (16,7 ათასი დოლარი)
  • უკრაინა - 40 ტონა (10,8 ათასი დოლარი)

ჯამში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 1 557 ტონა ხოორბალი, სულ 393 ათასი დოლარიოს ღირებულების.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →