—

კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე - ჩემთვის მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს

29
კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე - ჩემთვის მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მას სასჯელი მოხდა მოუწევს. მისი თქმით, თუ ყოფილ პრეზიდენტს რაიმე საჭიროებები აქვს, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

„ჩემთვის მათი მოწოდება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარია კონსტიტუცია და კანონები. ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება - პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მარტო სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნას," - განაცხადა კალაძემ.

დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →