—

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

43
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პროცესი 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა სასამართლო სხდომის გადადება კვლავ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა.

როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დასაზუსტებელია, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობით არ ირკვეოდა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა ჩვენების მიცემა.

"სასამართლომ გადადო სხდომა,ვიდრე სასამართლო შემადგენლობა დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს და "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესში ჯეროვანი მონაწილეობის შესაძლებლობას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →