—

უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის - მალხაზ დოლიძე

42
უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის - მალხაზ დოლიძე
მოსასმენად დააჭირეთ

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს.

„ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით მე დაგიდასტუროთ, რომ პური გაძვირდება - ეს არ იქნება მართალი,“ - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ფასები მომატებულია. ამასთან, საქართველოში სტაბილურად კარგი ხარისხის ფქვილი არ შემოდის.

„ბოლოს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა. დღევანდელი ფასი არის 79 ლარი. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს,“ - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტი ხორბლის მოსავალს ელოდებიან.

„მართალია ეს რაოდენობა ჯერჯერობით ცოტაა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ სიტუაციამ შექმნა ის, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა მეურნემ ხორბლის მოყვანა დაიწყო, საუკეთესო სათესლე მასალას მიუბრუნდნენ. ეს საქართველოში ძალიან კარგი ტენდენციაა,“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →