—

მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა - ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო

26
მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა - ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.

„აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა, არც რაიმე მომართვა არ ყოფილა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საკვლევაძიებო სამუშაოები, შესაბამისი სფეროს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ და ველოდებით საგამოძიებო სამსახურის საბოლოო დასკვნას“, - ამბობს მარნეულის მერიის წარმომადგენელი.

მანეულში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →