—

“ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტი შეიმჩნევა” - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

21
“ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტი შეიმჩნევა” - ნავთობიმპორტიორთა კავშირი
მოსასმენად დააჭირეთ

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე…

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე დიზელის გაძვირებაა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ნავთობიმპორტიორები მაღალი საერთაშორისო ფასით დიზელის ქვეყანაში შემოტანას თავს არიდებენ, რამაც დეფიციტი შექმნა.

“ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია. სირთულე განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის პირველი ის, რომ საერთაშორისო ფასები უშუალოდ დიზელზე არის საგრძნობლად გაზრდილი. დღეს ის რეკორდულად ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ 1 ტონას ფასი 1 360 დოლარზეა ასული, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25-30%-იანი გაძვირებაა.

ამას ემატება ის, რომ მომწოდებლებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი პრობლემები, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე დიზელის საწვავის გარკვეული დეფიციტია, რასაც თავისი ობიექტური ფაქტორები აქვს. მათ შორის აზერბაიჯანიდან ბოლო ორ თვეზე მეტია გართულებულია პროდუქციის მოწოდება, ტექნიკური გადაიარაღების პროცესი მიდის აზერბაიჯანში. ერთი მხრივ გაზრდილი საერთაშორისო ფასი და მეორე მხრივ მოწოდებაში შეფერხებები იწვევს ფასების ზრდას", - აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

მთვრალაშვილის თქმით, ფასების ნაწილში განსხვავებული სურათია ბენზინის საწვავზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. ამ ეტაპზე არაბრენდირებულ ბენზიგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავს 3 ლარის ფარგლებში ყიდიან, თუმცა ამის პარალელურად, პრემიუმისა და სუპერის ტიპის საწვავზე ფასები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

(Bm.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →